თეგებით ძიება
10. 02. 2024 მსოფლიო

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მარია ზახაროვა

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაუქმეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან და აღვადგინეთ პირდაპირი ფრენები, რამაც ხელი შეუწყო ადამიანებს შორის კონტაქტებს და ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ჩვენ მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას, რა თქმა უნდა, თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ

ზახაროვას თქმით, მოსკოვი აგრძელებს „აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა