თეგებით ძიება

კადიროვი ოკუპირებულ ცხინვალს 10 მანქანას ჩუქნის

რამზან კადიროვი ე.წ. სამხრეთ ოსეთს 10 მანქანას გადასცემს - ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია ჩავა, რომელსაც ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის წარმომადგენლები "სამხრეთ ოსეთს" 10  UAZ-Patriot-ის მანქანას გადასცემენ.

გარდა ამისა, კადიროვის გადაწყვეტილებით, კადიროვის ფონდი დააფინანსებს "სამხრეთ ოსეთში" ერთ-ერთი სოციალური დაწესებულების მშენებლობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა