თეგებით ძიება

აჭარაში მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი - თორნიკე რიჟვაძე

მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი. გეოლოგიური დასკვნების შემდეგ მოხდება ამ ოჯახების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქედაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეფერხებები იყო შიდასახელმწიფო და შიდასასოფლო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. დღეისთვის, გოდერძიმდე სრულად არის აღდგენილი შიდასახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა.“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

უხვი ნალექის შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მაღალმთიან აჭარაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა