თეგებით ძიება

რა ღირს საწვავი საქართველოს სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე

საქართველოს ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავი მცირედით გაიაფდა. კლება შეეხო რამდენიმე ტიპის საწვავს. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ საქართველოს ამა თუ იმ ბენზინგასამართ სადგურზე:

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.15 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 2.98 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი კი 3.30 ლარი ღირს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე „დიზელენერჯის“ ფასი – 3.29 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.34 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.19 და 2.99 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.65 ლარი შეადგინა.

„რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.44 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.34 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.24 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.12 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.69 ლარი ღირს.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.19 ლარია; „რეგულარი“ – 3.03; სუპერი – 3.64; ევრო-დიზელი კი 3.38 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.29 ლარია.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.19 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.09 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ ფასი – 3.09; ხოლო „G-Froce სუპერის“ ფასი 3.65 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.39 და 3.29 ლარია.

„პორტალის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი პრემიუმი - 2.89 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2,69 ლარია; „ევრო დიზელი” – 3.44 ლარი ღირს; „effect დიზელი" – 3.48 ლარი, ხოლო დიზელის ფასი – 2.89 ლარია.

„ოპტიმას“ სადგურებზე 1 ლიტრი „პრემიუმი“ 3.30 ლარი ღირს; „ევრო რეგულარი“ – 2.80 ლარი, „ევრო დიზელი“ – 3.30 ლარი, ხოლო „დიზელის“ შეძენა 3 ლარად არის შესაძლებელი.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა