თეგებით ძიება
10. 02. 2024 მსოფლიო

საუდის არაბეთი ისრაელს მოუწოდებს, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაციისგან თავი შეიკავოს

საუდის არაბეთი ისრაელს მოუწოდებს, არ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, რომელსაც მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რაფაჰის შტურმს უკიდურესად საშიში შედეგები მოჰყვება, ვინაიდან ქალაქი ასობით ათასი ადამიანისთვის უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის გეგმის შემუშავება დაავალა. ნეთანიაჰუს თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუციის გეგმის შემუშავება აუცილებელია იმისთვის, რომ რაფაჰში „ცაჰალი“ შევიდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა