ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა
დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმროში ცეცხლი გაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, 3-სართულიანი შენობა დაკეტილი იყო და სასტუმროში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს.
ცეცხლი სასხვენო გადახურვაში გაჩნდა და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
წყარო: formulanews.ge