უნგრეთის პრეზიდენტი სექსუალური ძალადობის საქმეში თანამზრახველის შეწყალების გამო გადადგა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა.
კაცი, რომელიც უნგრეთის პრეზიდენტმა ციხიდან გამოუშვა, სექსუალური ძალადობის საქმეზე სასჯელს იხდიდა. ის მიუსაფარ ბავშვებს აიძულებდა, არ ეთქვათ გამოძიებისთვის, რომ თავშესაფრის დირექტორი მათზე სექსუალურად ძალადობდა.
შეცდომა დავუშვი, გავეცი შეყალება, რომელმაც ბევრ ადამიანში გამოიწვია დაბნეულობა და მღელვარება, - თქვა ნოვაკმა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ხალხში საპროტესტო აქციები მოჰყვა, ამიტომ ორბანის მოკავშირე ნოვაკს პოსტის დატოვება მოუწია.