თეგებით ძიება

კობახიძე დაიწყებს ძალიან ბევრი ადამიანის შეცვლას, რომელიც უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს - ეკა ბესელია

რამდენიც არ უნდა თქვან, რომ კონფლიქტი არ არსებობს და შიდა დაპირისპირება არ იყო, იყო - ამის შესახებ  პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ "ტვ პირველთან" საუბარში განაცხადა. 

ბესელია სავარაუდო კორუფციაში მხილებული პირების წინააღმდეგ კარც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, კობახიძეს შურისძიებების რეალიზება უყვარს. 

რამდენიც არ უნდა თქვან, რომ კონფლიქტი არ არსებობს და შიდა დაპირისპირება არ იყო - იყო და რა თქმა უნდა, კობახიძე დაიწყებს ძალიან ბევრი ადამიანის შეცვლას, რომელიც უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს. პირადი შურისძიებების რეალიზება უყვარს ამ ადამიანს და სისხლის სამართლის პასუხისგებასაც ვგულისხმობ. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამოიყენონ საგამოძიებო ინსტრუმენტები, მექანიზმები მათთვის არასასურველი, კობახიძისთვის არასასურველი პიროვნებების წინააღმდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, შეათანხმებს ბიძინა ივანიშვილთან, - ამბობს ბესელია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა