თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებულმა გაქცევა მოასწრო. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.