თეგებით ძიება

„მათ, ვისაც კიბოსთან შეხება ჰქონდათ, იციან, რომ კეთილი სურვილები ყველაზე დიდი ნუგეშია“ - მეფე ჩარლზმა ბრიტანელებს მადლობა გადაუხადა

ბუკინგემის სასახლემ მეფე ჩარლზის მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანელებს მადლობას უხდის. ეს მონარქის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მხარდაჭერისა და კეთილი სურვილების შემცველი გზავნილებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში მივიღე. მათ, ვისაც კიბოსთან შეხება ჰქონდათ, იციან, რომ კეთილი სურვილები ყველაზე დიდი ნუგეშია“, - აღნიშნულია 75 წლის მეფის განცხადებაში.

სასახლეში ასევე აღნიშნავენ, რომ მეფე პოზიტიურად არის განწყობილი მკურნალობისადმი და თავისი დიაგნოზის გასაჯაროება დაავადებისდამი ცნობიერების ამაღლებისა და დაავადებულების მხარდაჭერის მიზნით გადაწყვიტა.

დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია ამის შესახებ 5 თებერვალს გავრცელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა