თეგებით ძიება
12. 02. 2024 მსოფლიო

ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საშარდე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კვლავ საავადმყოფოში მოხვდა.

გამოცემის ინფორმაციით, მან საკუთარი მოვალეობები მოადგილეს გადააბარა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენ ხანს გაატარებს 70 წლის მინისტრი საავადმყოფოში.

22 დეკემბერს ოსტინი მერილენდის უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზაციის შესახებ მხოლოდ 4 დღის შემდეგ გახდა ცნობილი. მოგვიანებით ოსტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პრეზიდენტს ჰოსპიტალიზაციის შესახებ დროულად არ შეატყობინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა