თეგებით ძიება
12. 02. 2024 მსოფლიო

„ოსკარს“ ახალი ნომინაცია შეემატა

2026 წელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიაზე - „ოსკარზე“ ახალი ნომინაცია გაჩნდება. ამის შესახებ BBC ამერიკის კინოაკადემიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2 წლის შემდეგ ცერემონიაზე მიიღებენ ჯილდოს საუკეთესო კასტინგისთვის. კინოაკადემიაში აღნიშნავენ, რომ კასტინგის სპეციალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კინოწარმოების საწყის ეტაპზე. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები პროექტისთვის მსახიობების შერჩევაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა