თეგებით ძიება
12. 02. 2024 მსოფლიო

ილონ მასკმა რუსეთისთვის Starlink-ის ტერმინალების მიყიდვა უარყო

ილონ მასმა „ცრუ ინფორმაცია“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში Starlink-ის ინტერნეტზე მიიღეს წვდომა.

„ამტკიცებენ, რომ SpaceX-მა რუსეთს Starlink-ის ტერმინალები მიჰყიდა. ეს კატეგორიულად არასწორია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთისთვის პირდაპირ თუ ირიბად არცერთი Starlink-ი არ მიგვიყიდია“, - დაწერა მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში X.

დამატებითი განმარტება მან პოსტის კომენტარებში დაწერა.

„ის, რომ პუტინი ჭკვიან კაცს მეძახეს, არ ნიშნავს, რომ მას Starlink-ის ტერმინალებს ვაძლევ“, თუმცა არ გაუცია პირდაპირი პასუხი კითხვაზე შეუძლია თუ არა რუსეთს ტერმინალების შუამავლების დახმარებით შეძენა.

უკრაინულმა მხარემ 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი საომარი მოქმედებების ზონაში Starlink-ს იყენებს. მტკიცებულების სახით მათ რუსი სამხედროების კომუნიკაციის ფრაგმენტი წარადგინეს. 2023 წელს SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს Starlink-ის თავდასხმის მიზნით გამოყენება აუკრძალა. მასკი ამბობდა, რომ არ სურს მისი კომპანია პირდაპირ იყოს ჩართული ომსა და კონფლიქტის ესკალაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა