თეგებით ძიება
12. 02. 2024 ვიდეო

„წავალ, მე გავფრინდები შერეკილებივითო...“ - მეგობრები და კოლეგები მიშო ბიძინაშვილთან გატარებულ უკანასკნელ წუთებს იხსენებენ (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმედი“ კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება, რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა.

კომპანიის თანამშრომლებმა „იმედის კვირაში“ გაიხსენეს მიშოსთან გატარებული უკანასკნელი წუთები.

„როგორც კი მიიღო გადარწვეტილება, ზუსტად 10 წუთში შემოვარდა ოთახში. „უნდა გადავუფრინო მთელ საქართველოსო“. ვკითხე, არ გეშინია-თქო? არა რა მეშინიაო, მე წავალ, მე გავფრინდებიო შერეკილებივითო.

ერთად ვემზადებოდით. ბევრჯერ დამირეკა, რამდენი ელემენტი წავიღო, კამერა ხომ არ გაიყინებაო. ემზადებოდა, ტრენინგები გაიარა, ბევრი აპარატურა წაიღო და ამბობდა, მე ვიქნები ოპერატორი, რომელიც გადაიღებს განსაკუთრებულ კადრებსო…

...აღტაცებით ელოდა ამ დღეს, ამბობდა, ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია „80 დღე დედამიწის გარშემო“ და ბავშვობის ოცნებას ავუსრულებო…

...იმდენად მოწადინებული იყო, სულ რომ უარი გეთქვა, მაინც წავიდოდა. სხვანაირი შემართება ჰქონდა. ისეთი ბედნიერი იყო. ბოლოს კვირას ვნახე. წარმატებები ვუსურვე, უცებ შემობრუნდა კარებში, შემომხედა და შენც შენცო, როგორც იცოდა გამიღიმა და წავიდა…

...მთელი გზა, სანამ იფრინეს კონტაქტზე იყვნენ, მშვიდად ვართო…

...ზარი გადიოდა და არ გვპასუხობდა, მაგრამ ცუდზე არც გვიფიქრია.

...ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს. ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“, – აღნიშნავენ მიშოს კოლეგები და მეგობრები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა