პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი იქნება, ვიცე-პრემიერები წულუკიანი და ჩიქოვანი - ირაკლი კობახიძე
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის პირველ სხდომას ატარებს. როგორც ცნობილია, მინისტრებს შორის შეიცვალა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი - ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.
ირაკლი კობახიძემ სხდომა ცვლილებებზე საუბრით დაიწყო:
"უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ - ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება", - თქვა კობახიძემ.