თეგებით ძიება

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია იმართება

ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის პირველი მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. "შევახსენოთ წარსულის ცოდვები ახალ პრემიერს" - ასე ჰქვია აქციას, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა "ნაბიჯია". 

აქტივისტებს ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით "ირაკლი გავრილოვიჩი", ბანერზე ირაკლი კობახიძის და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ფოტოცაა, რომელიც თბილისში, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტის დროსაა გადაღებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა