თეგებით ძიება
12. 02. 2024 მსოფლიო

ოზი ოსბორნმა კანიე უესტი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა

ბრიტანელმა როკ-მუსიკოსმა, ლეგენდარული Black Sabbath-ის ლიდერმა ოზი ოსბორნმა ამერიკელი რეპერი და დიზაინერი კანიე უესტი საკუთარი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება ოსბორნმა სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

ის განმარტავს, რომ უესტმა გამოიყენა სემპლი სიმღერა War Pig-ის ცოცხალი შესრულებიდან. ამასთან, Black Sabbath-ის ლიდერი აზუსტებს, რომ რეპერმა მას ნებართვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, რადგან „ის ანტისემიტია და ბევრ ადამიანს აღუწერელი ტკივილი მიაყენა. მან ეს სემპლი თავისი ალბომის მოსმენისადმი მიძღვნილ წვეულებაზე გამოიყენა. არ მინდა რაიმე მაკავშირებდეს ამ ადამიანთან“, - დაწერა ოსბორნმა.

უესტმა წვეულება თავისი ახალი ალბომის Vultures პრეზენტაციის აღსანიშნავად ჩიკაგოში მოაწყო.

კანიე უესტი ანტისემიტურ განცხადებებს ხშირად აკეთებდა. ამის გამო რეპერთან თანამშრომლობა შეწყვიტეს adidas-მა, Balenciaga-მა და რამდენიმე სხვა კომპანიამ. 2023 წლის დასაწყისში კი რეპერმა განაცხადა, რომ ნახა ფილმი „21 ჯამფ სტრიტი“ და „ებრაელები ისევ მოსწონს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა