თეგებით ძიება

გორის გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

“დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა