"არიან ქრისტიანები, მაგრამ - არ იციან რა არის ქრისტიანობა" - დომენიკ მანგო
ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩვენში ბევრს ქრისტიან-მართლმადიდებლად მიაჩნია თავი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს მხოლოდ ფარსია.
"არიან ქრისტიანები, მაგრამ - არ იციან რა არის ქრისტიანობა.
ეთაყვანებიან მღვდლებს, მაგრამ - ღმერთი გვერდზე რჩებათ.
მდიდრდება მღვდლები, მაგრამ - ქრისტე შილიფი რჩება.
მართლმადიდებელს უწოდებენ თავს, მაგრამ - არ ეძებენ სიმართლეს სახარებაში.
ითხოვენ გადარჩენას, მაგრამ - თავადვე არიან მკვლელები.
სხვის დასანახად ლოცულობენ, მაგრამ - არაა მათთვის ხსნა.
მღვდლის დასანახად ინანებენ, მაგრამ - მათი ფიქრი ღვთისგან შორსაა.
იწერენ პირჯვარს, მაგრამ - ერთხელაც არ უგრძვნიათ ამ ჯვრის სიმძიმე.
გულზე ატარებენ ჯვრებს, მაგრამ - გულში ჯვარი არააქვთ.
იცავენ მარხვებს, მაგრამ - მხოლოდ კუჭის საშიმშილებლად.
კუჭის შიმშილით ცდილობენ რწმენას, მაგრამ - ღმერთი არ იგებს ამას.
სინდისს გვახსენებენ, მაგრამ - მათი სინდისი აღარც მეტყველებს.
ოქროს ჩარჩოებს არჩევენ, მაგრამ - ქრისტეს ოქრო არა სურს.
მსხვერპლს წირავენ ღმერთს, მაგრამ - ის ამბობს; მსხვერპლი არა, მოწყალება მსურს."