გიული ჩოხელს 89 წელი შეუსრულდა
12 თებერვალს პირველ ქართველ ჯაზ-მუსიკოს ქალს გიული ჩოხელს 89 წელი შეუსრულდა.
საქართველოს დამსახურებულ არტისტსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ტალინის ფესტივალის ლაურეატის წოდება და სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.
1967 წელს გიული ჩოხელი სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის, „გრან–პრის“ მფლობელი გახდა და ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შევიდა.
1995 წელს ქართველი მუსიკოსი აშშ–ში, „კარნეგი–ჰოლში“ ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით დააჯილდოვეს და ამერიკულმა ფირმა „ინტერპრაისისმა“ მისი ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“ გამოსცა.
2015 წლის 28 მარტს თბილისის ივენთჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2019 წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონიაზე პირველი ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ქალი საუკუნის პერსონად დასახელდა.