შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული სფეროსთვის 2023 წელი არის რეკორდული - შოთა ბურჯანაძე
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული სფეროსთვის 2023 წელი არის რეკორდული, - აცხადებს რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის და კერძო სექტორის თანამშრომლებით გადადგმული ნაბიჯებმა გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა და სამომავლოდ ქვეყანამ აქცენტი მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე უნდა გააკეთოს.
„ფისკალური კუთხით 4,1 მლრდ დოლარი, როგორც თავად სფეროზე ისე ეკონომიკაზე დადებითად აისახა და აისახება. კი ტურისტული ნაკადები რაოდენობრივად რეკორდული არ არის, მაგრამ მათგან მიღებული შემოსავლები ნამდვილად რეკორდულია. უნდა მოვიზიდოთ ისეთი ტურისტები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს დღესდღეობით ტურისტად, რომელიც მხარჯველუნარიანია. ეს არის ჩვენი მიზანი და შესაბამისად შესაძლებლობაც.
ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით მოლოდინი უნდა გაიზარდოს, რადგანაც 2024 წელს როგორც რაოდენობრივად ისე ფისკალურადაც ზრდა უნდა იყოს. რასაც თან თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ახლავს. დამატებითი, თუ ახალი ავიარეისების დანიშვნისთვის და ქვეყნის ცნობადობის ზრდისთვის რა ნაბიჯებიც გადაიდგა, ეს ყველაფერი შესაბამის ასახვაში უკვე არის“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ჰორეკა სექტორისთვის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მრავალ ქვეყანას აერთიანებენ, თუმცა ამ მიმართულებით მაინც არაბული ქვეყნებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები გამოირჩევიან.