ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს
ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიისთვის პლატფორმა „ტიკ-ტოკს“ გამოიყენებს, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს და ფედერალურ მოწყობილობებზე მისი გამოყენებაც აკრძალა.
პრეზიდენტის თანაშემწეები ამბობენ, რომ „ტიკ-ტოკზე“ არც ბაიდენი დარეგისტრირდება და არც მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები.
არსებობს ანგარიში „ბაიდენი ეჰი ქიუ“, რომელსაც პრეზიდენტის გუნდი მართავს. ისინი ამ გზით შეეცდებიან განსაკუთრებით, ახალგაზრდა ამერიკელების გულის მოგებას.