თეგებით ძიება
13. 02. 2024 მსოფლიო

რუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"კალასი კაია. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით". - წერია მონაცემთა ბაზაში, რომელშიც მითითებული არ არის, კონკრეტულად რა მუხლის საფუძველზე გამოცხადდა ესტონეთის პრემიერზე ძებნა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა