თეგებით ძიება
13. 02. 2024 მსოფლიო

პოლონელ ფერმერებს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე 5 საკონტროლო-გამშვები პუნქტი აქვთ ბლოკირებული

პოლონელ ფერმერებს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე 5 საკონტროლო-გამშვები პუნქტი აქვთ ბლოკირებული. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

„გუშინ საღამოს პოლონელ ფერმერებს ორი პუნქტი ჰქონდათ ბლოკირებული, შემდეგ ამას დაემატა კიდევ სამი პუნქტი. ბლოკირებულია მხოლოდ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“, - აღნიშნა დემჩენკომ.

მისივე თქმით, ავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან იაფფასიანი აგრარული პროდუქციის იმპორტს უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების პოზიციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც იზიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა