თეგებით ძიება

"ბოლო კვლევით ქვეყანაში, ინექციური ნარკოტიკის 51 000 მომხმარებელია“ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ჩანაცვლებითი პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე განმარტებას ავრცელებს

ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე, სოციალურ ქსელში ნარკოტიკების მომხმარებელთა სარეაბილიტაციო, ჩანაცვლებითი პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე განმარტებას ავრცელებს.

მისი თქმით, ინექციური ნარკოტიკის 51 000 მომხმარებელია ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით, ხოლო ჩანაცვლებითი პროგრამით 13 000 ადამიანი სარგებლობს.

"ერთიც უნდა დავწერო და მორჩა, ვთვლი რომ ეს აუცილებლად უნდა დავწერო, რომ საზოგადებაში გაქრეს ის მითები რა არის ეს სერვისი რა სიკეთე მოაქვს და რა მინუსები აქვს 

1ოპიატებით ჩანაცვლებითი თერაპია (ოჩთ) არის სამკურნალო ასევე  ზინის შემცირების ერთ ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმი. 

2 ჩანაცვლებით თერაპაიში ხვდებიან ადამინები მხოლოდ რომლებიც მოიხმარენ ინექციურ ნარკოტიკს და  აუცილებლად ეს უნდა იყოს ოპიატი (ჰეროინი მეთადონი ოპიუმი მორფი ფენტანლი და ა.შ.) ქვეყანაში ბოლო ქვლევით არის 51000 ინექციური ნარკოტიკის მოხმარებელი და ოჩთ- ში  ჩართული 13000 ადამიანი რაც არის მინიმალური მოცვა

3 ოჩთ  ვერ ხვდება ადამიანი რომელიც მოიხმარს სტიმულატორებს, ფსიქოდელიკებს და ჰალუცინოგენებს და ეგრეთცოდებულ „კლუბურ ნარკოტიკს“ ,მარიხუნას გარდა იმ შმთხვევბის  თუ აქვს პოლინარკომანია და მოიხმარს იპიტებს კომბინაციაში  ამ ნივთიერებთან ერთად. 

4 ოჩტ პროგრამაში მიღებას აქსვ თავისი პროტოკოლი და მანდ ჩართვა ექვედებარება 21 წლის ძევით პირები   კრიტერიუმებს დაკმაყოფილების შეთხვევაში 

5 ადამინი რომელიც ერთვება ოჩთ პროგრმაში დაცულია :  ქუჩის ნარკოტიკის ზედოზირებისგან , კრიმინალური ქცევისგან , კარგავს სოციალურ კავშირებს რეგულურ მომხარებლებთან, მინიმუმდე მცირდება რისკი ინექციური გზით  ინფექციური დაავდებების  გავრცელბის   როგორიც არის ც და ბ  ჰეპატიტი აივ ინფექცია, უმჯობესდება მისი მენტალური  და ფსიქოლოგიური მდგოამრეობა და ა.შ

მითი1  არ უკლბენ დოზებს და ძალით ყავთ პროგრამებში

ფაქტი   ადამაინს  შეუძლია იყოს ოჩთ- ში  იმდენი ხანი რამდენი ხანიც მას ეს  სჭირდება

ეს შეიძლება იყოს ერთი თვე შეიძლება მთელი ცხოვრება.  

დოზა უნდა იყოს ისეთი რომ მას  ქონდეს ფიზიკური და მენტალური კომფორტი, თუ მას მოუნდება პროგრმიდან გასვლა  ექიმი შეუდგენს დეტოქსის გეგმას დ მოხდება მისი გასვლა პროგრმიდან, ექიმი და პაციენტი ადგენენ რამდენად მას შეუძლია გარკვეულ ეტპაზე ფხიზელი ცოვრება და რამდენად ის არის მზად და კვლავ არ დაუბრუნდება ქუჩის ნარკტიკის მოხმარებას.

მითი 2 ჩამანცვლებელი პრეპარატი კლავს 

ფაქტი ჩამანცველბელი პრერატი არის ფარმაცევტულ საწრმოში დამზადებული დაშვებული სამედიცინო პრაქტიკაში და ეძლევა მას სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის და დანიშნულებით.

მითი 2 ყიდიან პრეპარტს 

ფაქტი შს სამინისტროს მიერ არ ფიქსერდება არალეგალურ ბრუნვაში პროგრმებში გამოყენებული პრეპარატები 

ქვეყანში მოქმედებს ორი ტიპის  ოჩტ ერთი არის სახლემწიფო პროგრამები რიმელბიც არის უფასო და ქერძო პროგრამები სადაც პოაციენტი იხდის თანხას მისი მკურნალბის.

მინუსები 

1 არ არის საკამრისი ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიული ხელმისწვდომობა 

2 შიეცვალა  რეგულაციები და  პაციენტებს  უწევთ ყოველდღე პროგრმაში გამოცხადება იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ცხოვრობენ სხვა რეგოინში სადაც არ არის პროგრამა და დაშორებულია რამოდენიმე ათეული კმ უახლოეს ოჩთ პროგრამასთან  ან არიან დასაქმებულები და ვერ ახერხებენ პროგრემაში ყოველდღიურათ გამოცხადებას რის გამოც   ბევრი პაციენტი ალაბთ დატოვევს ეხლა პროგრამებს და  კვლავ დაუბრუნდება ქუჩის ნარკოტიკს;  

3 არის დაახლობით 10 % პროგრმაში ჩართული პაციენტები რომლებიც არ ეგუებიან  პროგრმის  რეგულაციებს ამატებენ სხვა დ სხვა ფსიქოაქტიურ  ნივთიერებს, ცდილობენ რომ უკანონოდ გამოიტანონ პრეპრატი პროგრმიდან რომ მოიხმარონ ინექციურად. 

თუმცა ჩანაცვლებითი თერაპიით  მოთანილი სიკეთე ბევრად აღემატება არსებულ რისკებს", - წერს ნარკოლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა