თეგებით ძიება

ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალი წარედგინა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

"თბილისში, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულმა ძმებმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ერთი პირი ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს. იმავე დღეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ მიერ ნაცემი პირი დაინახეს. ავტომობილში მჯდომმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ძმები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა