„ამის მერე თუ შემეცოდება ლეკვი ან კნუტი, რომელიც ქუჩაში გდია და შიმშილით კვდება, პარლამენტთან მოვიყვან და იქ დაგიტოვებთ, მე აღარ შევიფარებ“ - ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„არც სახლში და არც სამსახურში არ მყავს არცერთი ჯიშიანი ცხოველი. არცერთი არ ამიყვანია იმის გამო, რომ აი ვგიჟდებოდი და მაინცდამაინც ის ცხოველი მინდოდა. ყველა ქუჩიდან შევიფარე(ერთი შვილდებოდა მარტო სახლიდან და ალბათ მთლად ქუჩაში არ გააგდებდნენ). ამის მერე ლეკვი თუ შემეცოდა ან კნუტი, რომელიც ქუჩაში გდია და შიმშილით კვდება პარლამენტთან მოვიყვან და იქ დაგიტოვებთ, მე აღარ შევიფარებ. თქვენ მიხედეთ“.
ცნობისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.