თეგებით ძიება

2023 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 7 773 შემთხვევა გამოვლინდა

2023 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 7 773 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გაავრცელა. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტად ძალადობის მსხვერპლი ქალები იყვნენ - სულ 6 534. რაც შეეხება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, საანგარიშო პერიოდში, ძალადობის მსხვერპლი 1 239 კაცი გახდა.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი - 4 113 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. მას მოსდევს ქვემო ქართლი 960 შემთხვევით. მესამე ადგილს კი აჭარა იკავებს 741 ინციდენტით.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სახეებს, სტატისტიკის თანახმად, ჭარბობს ფსიქოლოგიური ძალადობა [8077], მეორე ადგილზეა ფიზიკური [2 362], ხოლო მესამე ადგილზეა ეკონომიკური ძალადობა [98].


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა