თეგებით ძიება
13. 02. 2024 მსოფლიო

უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელებიდან, რუსეთის ძებნილთა სიაში ყველაზე მეტი ქართველია

უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რუსეთი ძებნას აცხადებს. მათ შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა, ქვეყნების ჩამონათვალში კი საქართველო პირველ ადგილზეა.

ინფორმაციას გამოცემა "მედიაზონა" აქვეყნებს, რომლის მონაცემებითაც რუსეთი 100 ქართველ მებრძოლს ეძებს.

მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი - 93 მოქალაქე;

მესამე - ბელარუსი - 61 მოქალაქე;

მეოთხე - ისრაელი - 23 მოქალაქე;

მეხუთე - აშშ - 21 მოქალაქე;

მეექვსე - გერმანია - 14 მოქალაქე;

მეშვიდე - ბრაზილია - 10 მოქალაქე;

მერვე - ფინეთი - 6 მოქალაქე;

მეცხრე - საფრანგეთი - 5 მოქალაქე;

სხვა ქვეყნები - 63 მოქალაქე;

ძებნილთა შორის არიან : ბექა ბასილაია, ლევან ვარშალომიძე, ალეკო ელისაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი ოქრუაშვილი, კობა ხაბაზი და ა.შ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა