„არავის აქვს უფლება, შენი ცხოვრება მისთვის მოსაწონად დაალაგოს!“ - რას წერს პეტრე კოლხი?
13 თებერვალს საქაერთველოს საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც სხვა საკითებთან ერთად განიხილეს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას სასულიერო ცხოვრების აკრძალვის შესახებ.
„მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ“, -აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
განჩინების გამოქვეყნების შემდეგ პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მოკლე სტატუსი გამოაქვეყნა:
არავის აქვს უფლება, შენი ცხოვრება მისთვის მოსაწონად დაალაგოს!..