თეგებით ძიება

სამზე მეტ შინაური ცხოველის რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვინც ცხოველის რეგისტრაციას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უზრუნველყოფს

ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა მათი რე­გის­ტრა­ცია - იდენ­ტი­ფი­კა­ცია, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც „ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით შე­მო­დის, 2025 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ.

იგი­ვე დრო და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის მიმ­კედ­ლე­ბელ პი­რებ­საც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ მე­პატ­რო­ნე­ე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც სწო­რედ 2025 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ბი­ნა­ში სამ­ზე მეტი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლი ეყო­ლე­ბათ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ გავ­რცელ­დე­ბა.

„ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტით, მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ბი­ნა­ში, სამ­ზე მეტი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) ყოლა ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა და­საშ­ვე­ბი.

პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა არ ვრცელ­დე­ბა ცხო­ველ­ზე, რომ­ლის ასა­კი 2 თვეს არ აღე­მა­ტე­ბა.

მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ბი­ნა­ში, ერ­თდრო­უ­ლად სამ­ზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასა­კის ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ყოლა ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა