თეგებით ძიება
14. 02. 2024 მსოფლიო

ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს

ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. დღეს, ინდონეზია პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრებს ირჩევს.

წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი, პრაბოვო სუბიანტო ითვლება, რომელსაც ორი ყოფილი გუბერნატორი, განჯარ პრანოვო და ანის ბასვედანი უპირისპირდება.

სუბიანტო 1990-იან წლებში ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის, სუჰარტოს მთავარ ლეიტენანტად ითვლებოდა.

ინდონეზიის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ ორჯერ შეიძლება, შესაბამისად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს.

ცნობისთვის, ინდონეზია მსოფლიოში სიდიდით მესამე დემოკრატიას წარმოადგენს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დაახლოებით, 205 მილიონ ამომრჩეველს აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა