თეგებით ძიება

დაემატება თუ არა „ღამის ავტობუსი? - თბილისის მერია

„მე არ ვფიქრობ, რომ შუაღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დადიოდეს“ , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ „ღამის ავტობუსებთან“ დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ღამის 3 საათზე ერთი, ორი და ხუთი ადამიანის გამო 80 ადამიანის ტევადობის ავტობუსის რეისებს ვერ დანიშნავენ. როგორც მერის მოადგილე ამბობს, თუ არსებობს საჭიროება, ღამის ავტობუსების დამატების საკითხი შესაძლოა განიხილონ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და განრიგები დგინდება ტრანსპორტირების მოთხოვნის და საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ ტრენდს მუდმივად ვაკვირდებით და საზოგადოებრივ ტრანსპორტის საზოგადოებრივ საჭიროებებს ვარგებთ. ამ შემთხვევაში თუ წარმოიშობა საჭიროება, რომ დაემატოს საათები ჩვენ მზად ვართ ეს გავატაროთ. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება იყოს უმაღლეს დონეზე და ამისთვის ბევრი რამ გააკეთა მუნიციპალიტეტმა. საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა და თუ საჭიროება იქნება კიდევ დაიხარჯება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა