თეგებით ძიება
14. 02. 2024 მსოფლიო

შესაძლოა, ესტონეთმა "მიგრაციული ზეწოლის გამო" რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს

ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტმა "მიგრაციული ზეწოლის გამო" რუსეთთან საზღვრის შესაძლო დაკეტვის შესახებ განცხადება გაავრცელა.

"ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვარზე შეგნებულად აგზავნის უცხოელების ჯგუფებს, რომელთაც არ აქვთ ევროკავშირში შესვლის კანონიერი უფლება.

თუ ეს აქტივობები გაგრძელდება, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, დავხუროთ სასაზღვრო გამშვები პუნქტები ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, როგორც ეს მიგრაციული ზეწოლის გამო ფინეთმა გააკეთა". - აღნიშნულია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში. 

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ბოლო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბერში დახურა. ფინური მხარის განმარტებით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

14 დეკემბერს, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა, თუმცა, პირველივე დღეს რუსეთიდან საზღვარზე 100-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, შედეგად კი ხელისუფლებამ საზღვარი კიდევ ერთი თვით ჩაკეტა. ამის შემდეგ, იანვარში სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა თებერვლის შუა რიცხვებამდე გააგრძელეს. გასულ კვირას კი ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საზღვარი კიდევ მინიმუმ ორი თვე, 14 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა