თეგებით ძიება

ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს, ხოლო მგზავრებს ბორტის დატოვება მოსთხოვეს

"რადიო თავისუფლების"  ინფორმაციით, ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა.

ამავე რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა