თეგებით ძიება

თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობა იყო - ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი გახდა მიწოდებული ინფორმაცია, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

"აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ვკითხულობთ აეროპორტის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა