კანონპროექტი ცხოველების დაცულობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯია - მიხეილ სარჯველაძე
კანონპროექტი არამც თუ არ არის ცხოველების წინააღმდეგ, არამედ პირიქით, მათი დაცულობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯია - ვფიქრობ, ეს ინიციატივა მხარდაჭერას იმსახურებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ებრძვის, არის უკონტროლობა და ქაოსი ამ სფეროში.
"ეს კანონპროექტი არამც თუ არა არის ცხოველების წინააღმდეგ, არამედ რეალურად, ეს არის პირიქით, მათი დაცულობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯი. ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ებრძვის, არის უკონტროლობა და ქაოსი ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად საინტერესოც არის და მხარდაჭერას იმსახურებს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ არა ერთი საჯარო შეხვედრა გაიმართა და დღეს ვინც კრიტიკული განცხადებებით გამოდის, დასწრებოდნენ იმ განხილვებს, რომელიც არა ერთხელ შედგა ამ კანონპროექტის ირგვლივ," - განაცხადა სარჯველაძემ.