ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან: იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში − არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში − პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში − ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში − ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში − ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში − ზურაბ ხამაშურიძესთან.
ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა.
მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.