თეგებით ძიება
14. 02. 2024 მსოფლიო

რუსეთის „ელჩმა“ აფხაზ ვეტერანებს უპასუხა

რუსეთის „ელჩმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში მიხაილ შურგალინმა უპასუხა აფხაზური საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილს.

„არუაას“ ლიდერმა ტიმურ გულიამ რუს დიპლომატს "ფსოუს" ე.წ გამშვებ პუნქტზე ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკითხვის გამო მიმართა. წერილში მითითებული იყო, რომ 3 თებერვალს „უმიზეზოდ დააკავეს და საათნახევარზე მეტხანს კითხავდნენ ვეტერან, „სიმამაცისთვის“ მედლის მფლობელ ჟურნალისტს ემა ხოჯაას“. გარდა ამისა, ვეტერნები მიუთითებდნენ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ოკუპირებული აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანა მხოლოდ „როსნეფტს“ და მის ბიზნესპარტნიორებს შეუძლიათ.

რუსეთის „ელჩი“ ამბობს, რომ „არუაას“ წერილში მოყვანილი ტერმინები, „საკითხის არსს ამრუდებს“ .

„მადლობელი დაგრჩებით, სპეციალური სამსახურის თანამშრომლების“ მხრიდან, ე.შ.ხოჯაას მიმართ სავარაუდო „მიკერძოებული და უსაფუძვლო“ დამოკიდებულების ფაქტების დასადასტურებლად, თუ გამოგვიგზავნით იურიდიულად დამოწმებულ, დეტალურ ჩვენებას 2024 წლის 3 თებერვალს მასზე მომხდარი ყველა გარემოების შესახებ. ე.შ. ხოჯაამ ასევე სრულად უნდა გააცნობიეროს ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა შურგალინმა.

რუსეთის „სალჩოში“ ასევე ირწმუნებიან, რომ „ აკვირდებიან“ რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, რომლის მიხედვითაც კომპანია „როსნეფტს“ მიენიჭა“ აფხაზეთში საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება.“

ბოლო წლებში გახშირდა"ფსოუს" ე.წ. გამშვებ პუნქტზე რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიერ აფხაზი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება. მიმდინარე წლის 30 იანვარს ჟურნალისტი ინალ ხაშიგი "ფსოუს საგუშაგოსა" და სოჭის აეროპორტში „გასასაუბრებლად“ დააკავეს, რამდენიმე დღით ადრე კი, 27 იანვარს, დე ფაქტო საზღვარზე აფხაზი საზოგადო მოღვაწე ლეუან მიქაა დააკავეს.

აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას და რუსეთის სპეცსამსახურებს, ადანაშაულებენ, რომლებიც „შეცდომაში შეიყვანეს“ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ანტირუსული განწყობები ასლან ბჟანიას პირადი მიღწევაა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა