თეგებით ძიება
14. 02. 2024 მსოფლიო

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაშია

National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს.

„ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან ხელოვნებას“, - წერს National Geographic და საქართველოს შემდეგი ქვესათაურით აღწერს: „სათხილამურო ტური საქართველოში მდებარე იუნესკოს ძეგლებს შორის“

ინფორმაციასთან ერთად National Geographic-ის გვერდზე უშგულში თხილამურებით სრიალის შესახებ ვიდეორგოლია ატვირთული.

„თხილამურებით სრიალი, მოგზაურობა და ნადირობა მთიან საქართველოში ცხოვრების წესია. სვანეთში შეგიძლიათ ისრიალოთ უღელტეხილებზე და შუა საუკუნეების სოფელ უშგულში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლებაა. საუკეთესო თავგადასავლების პერიოდი დეკემბერში იწყება და აპრილში სრულდება“,- წერს National Geographic.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა