ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში განახორციელა,ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რაკეტები სოფლებში ჩამოვარდა, ადგილზე გაჩნდა ხანძრები. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ ოპერაციის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთით განხორციელებულ იერიშს ქალი ემსხვერპლა. ისრაელში მომხდარში „ჰეზბოლას“ ადანაშაულებენ, თუმცა ორგანიზაციას მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არ აუღია.
7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთს ინტენსიურად უხსნიან ცეცხლს.