თეგებით ძიება

რატომ უნდა შევინახოთ ჩვენი შვილების სარძევე კბილები?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარძევე კბილებს თავიანთი პატრონის გადარჩენა შეუძლია. საქმე ის გახლავთ, რომ სარძევე კბილები 2 000-ზე მეტ ღეროვან უჯრედს შეიცავენ. ამ უჯრედების გამოყენება კი მრავალი დაავადების წინააღმდეგ შეიძლება - კბილიდან ამოიღებენ ღეროვან უჯრედებს და შემდეგ ამ უჯრედებს აიძულებენ განიცადონ რეგენერაცია ამა თუ იმ ორგანოსთან. ითვლება, რომ ამ მეთოდით წარმატებით შეიძლება განიკურნოს I ხარისხის დიაბეტი.

თუმცა, ეს უჯრედები უნდა შეინახოს ცოცხლად, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მათგან სარგებლის მიღება. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კბილის ამოღებიდან 48 საათის განმავლობაში მიიტანთ შესანახად. წინააღმდეგ შემთხვევაში უჯრედები უკვე მკვდარი იქნება. უკვე არსებობს ორგანიზაციები, სადაც სათანადოდ ხდება ამ კბილების დამუშავება და შენახვა. ასე რომ, ნუ იჩქარებთ თქვენი შვილის სარძევე კბილების გადაყრას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა