დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფლდა
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფალდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი“ ვრცელებს. გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ გამოცემას განუცხადა, რომ გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფება.
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.