ხმის მცველების სკოლას ვაკეთებთ - ხაბეიშვილი
"მარტო ეუთო/ოდირისა და ჩვენი პარტნიორების იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ხმის მცველების სკოლას ვაკეთებთ, სადაც ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, გადავამზადებთ, რომ არჩევნებში ყველა კანონი, პუნქტი იცოდნენ - როგორ და რანაირად შეიძლება არჩევნების გაკონტროლება. მაქსიმალურად ვემზადებით, რომ ჩვენი ხალხის ხმა დაცული იყოს." - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.