თეგებით ძიება

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

„ქართული კინოს მშვენება,ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ხათუნა კოტრიკაძე 1955 წლის 31 ივლისს დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 15 წლის ასაკში, როდესაც ითამაშა სოსო ჩხაიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. 1971 წელს განასახიერა „თამრიკო“ ლეილა გორდელაძის ფილმში „მოიტაცეს თამარ ქალი“.

ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი „ეკა“ კი შექმნა ლევან ხოტივარის 1972 წლის კომედიურ ფილმში „მხიარული რომანი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა