თეგებით ძიება

სააკაშვილის მაროდიორი, თაღლითი, კრიმინალი და სატელიტია - ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

ოპოზიცია სრული კრახისა და მორიგი წაგებისთვის ემზადება - განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ასევე, აღნიშნავს, რომ  ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ სატელიტია.

ღარიბაშვილი ხაზარაძეს თაღლითსა და კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ  ის სააკაშვილის მოროდიორია.

„არა არსებობს ცალკე აღებული, არც ხაზარაძე, არც ცალკე აღებული რეალური ოპოზიცია, ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები. ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენ ქვეყანას. ეს არის - აგვისტოს ომი და ოკუპაცია. 20% ჩვენი ტერიტორიები ჩააბარე რუსეთს და გაწირა ჩვენი ხალხი. 

მათი მემკვიდრეობაა: წამება, საშინელი ტერორი, არა ადამიანური მოპყრობა და.ა.შ და ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე. 

როდესაც საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და იგი სასამართლომ აღიარა თაღლითად. მე იგი შემიძლია მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მაროდიორად“, - აცხადებს ღარიბაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა