"სულ ვიხსენიებდით ლოცვებში" - რას ამბობენ მღვდელმთავრები დეკანოზ მამალაძის გათავისუფლებაზე?
ინოდის წევრები დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას დადებითად აფასებენ. ისინი საკმარისად თვლიან სინოდის ჩართულობას დეკანოზის გათავისუფლებაში - "რასაკვირველია სინოდის ჩართულობა საკმარისია იმიტომ, რომ სინოდია. სულ ვიხსენიებდით ლოცვებში" - ამბობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი.
თუმცა, მისთვის უცნობია რა იგულისხმა დეკანოზმა, როდესაც თქვა, რომ ბრძოლას გააგრძელებს - "რა ბრძოლაზეა საუბარი არ ვიცი, არ ვიცი რას ფიქრობს თვითონ, რა აქვს ჩაფიქრებული" - ამბობს მეუფე მიქაელი.
"მადლობა ღმერთს, გამიხარდა რომ გათავისუფლდა. ვერ გეტყვით, რომ მის პოზიციას რამეში ვიზიარებ, მაგრამ ის რომ ციხეში არ არის კარგია" - ამბობს "მთავართან" საუბარში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.