ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დაკავებულ 80 წლამდე მამაკაცს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.
"სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში
ქობულეთში, შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო 10 თებერვალს შეუფარდა.