კახეთში, 53 წლის კაცი დაჭრეს - კრიტიკული მდგომარეობის გამო, დაჭრილი თბილისში გადმოჰყავთ
კახეთში 53 წლის კაცი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 60 წლამდე ასაკის თანასოფლელმა 53 წლის გივი ვარდოსანიძეს, სამი ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა.
მძიმედ დაჭრილი ვარდოსანიძე, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს,თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
მედიკოსების ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს. მომხდარზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108- ე მუხლით დაიწყო.