პირველად ვნახე მღვდელი, რომელიც ფემიციდზე საუბრობს ეთერში - ბაია პატარაია ვიდეოს აქვეყნებს
პირველად ვნახე მღვდელი, რომელიც ფემიციდზე საუბრობს ეთერში. და ისედაც, რაც თქვა, მეც ეგრე მესმის ქრისტიანობა და მიხარია, რომ ვინმე მაინც იძახის ამას - ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მამა ზაზა თევზაძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირი სხვადასხვა თემაზე საუბრობს.
სად გაგონილა მილიონერი ბერი, მონაზონი, ამაზე რა პასუხი აქვთ? არაფერი უნდა გქონდეს პირადი👇 ნივთების გარდა - სამოსი და კბილის ჯაგრისი. ჩვენ სასულიერო პირში უნდა დავინახოთ პატიოსნება, სინდისი, სიყვარული და იმის მიხედვით უნდა გამოვუცხადოთ ნდობა. ქრისტე რატომ მოვიდა? ჩვენ რომ თავისუფლები ვყოფილიყავით და არა მონები - ამბობს ვიდეოში მამა ზაზა.